ცენტრის ისტორია

                                                                                                                  

უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის შექმნის და ჩამოყალიბების ისტორია:

2002 წელს შეიქმნა (G.T.E.P.) საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა. ინსტრუქტორთა შემადგენლობა ამერიკელი ინსტრუქტრებით იყო დაკომპლექტებული. წვრთნები მიდინარეობდა სასწავლო ცენტრი ,,კრწანისი"-ს ტერიტორიაზე.

2005 წელს (G.T.E.P.) საქართველოს წრთნისა და აღჭურვის პროგრამა ჩაანაცვლა ახალგაზრდა ჯარისკაცთა (რეკრუტთა) საბაზისო მომზადების ბატალიონმა. ინსტრუქტორთა შემადგენლობა დაკომპლექტებული იყო ქართველ ისტრუქტორთა შემადგენლობით (ეროვნული სასწავლო ცენტრი ,,კრწანისი"-ს დაქვემდებარებაში)

2007 წელს ახალგაზრდა ჯარისკაცთა (რეკრუტთა) საბაზისო მომზადების ბატალიონს შეეცვალა სახელი და ჩამოყალიბდა სასწავლო სფეროს ქვითთა მომზადების კურსი.

2009 წელს სასწავლო სფეროს ქეითთა მომზადების კურსს შეეცვალა სახელი და ჩამოყალიბდა სასწავლო სფეროს ქვეითთა მომზადების B კურსი.

2010 წელს სასწავლო სფეროს ქვეითთა მომზადების B კურსს შეეცვალა სახელი და ჩამოყალიბდა (BCT) კურსი.

2011 წელს (BCT) კურსი გაუქმდა და ჩამოყალიბდა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ცენტრი.

2013 წლის 6 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება N1003-ის საფუძველზე (BCT) ცენტრი გამოეყო ეროვნულ სასწავლო ცენტრ ,,კრწანისს" და ჩამოყალიბდა საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრად რომლის დაქვემდებარებაში არის (BCT) კურსები.

 2015 წლის 3 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება N516-ის საფუძველზე საწყისი საბრძოლო მომზადების ცენრი გახდა უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის.

2015 წლის 19 სექტემბრის საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება N571-ის საფუძველზე უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის დღედ იქნა გამოცხადებული 19 სექტემბერი.

2013 წლიდან უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის დისლოკაციის ადგილად განსაზღვრულია ქ. ახალქალაქის N1 სამხედრო ბაზა, ხოლო 2015 წლიდან დროებით დისლოკაციის ადგილად განისაზღვარა სასწავლო ცენტრი ,,კრწანისი"-ს საწვრთნელი ბაზა ,,ალგეთი".