მეთაური

მამუკა ქავთარაძე                                          

უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაური

სამხედრო წოდება: პოლკოვნიკი

დაბადების თარიღი: 1975 წლის 20 ივლისი

 

განათლება:

სამოქალაქო

1992-1997 წწ. - საქართველოს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი, სპეციალობა: "ფინანსების და კრედიტი" (გათანაბრებული მაგისტრის ხარისხთან)

 სამხედრო

2013-2014 წწ. - სამეთაურო-საშტაბო კურსი (ა.შ.შ.-ს არმიის კოლეჯი)

2008-2009 წწ. - სამხედრო დაზვერვის კაპიტნის საკარიერო კურსი (ა.შ.შ.-ს დაზვერვის სკოლა)

2000-2001 წწ. - ქვეითი ოფიცრის საწყისი კურსი (ა.შ.შ.-ს არმიის სკოლა)

კურსები:

2000 წ. - ინგლისური ენის კურსი (ა.შ.შ.-ს თავდაცვის ენების ინსტიტუტი)

2001 წ. - საპარაშუტო სადესანტო კურსი (ა.შ.შ.-ს არმიის სკოლა)

2003 წ. - წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა (კრწანისი, საქართველო)

2003 წ. - სამხედრო დაზვერვის შტაბის ოფიცრის კურსი

2003 წ. - სამთო სათხილამურო კურსი (შვეიცარია)

2003 წ. - ზამთრის სამთო მომზადების კურსი (შვეიცარია)

2003 წ. - შემთხვევებისა და ინცინდენტების მართვის ძირითადი სისტემა (ა.შ.შ.-ს საგანგებო შემთხვევების მართვის ინსტიტუტი)

2003 წ. - გადაწყვეტილების მიღება და პრობლემის გადაწყვეტა (ა.შ.შ.-ს საგანგებო შემთხვევების მართვის ინსტიტუტი)

2006 წ. - სამხედრო დაზვერვის კურსი

2007 წ. - სასაზღვრო უსაფრთხოება და ტრანსსაზღვრო დანაშაულებები

2010 წ. - შტაბის ოფიცრის კურსი (შვედეთი)

2011 წ. - ერთობლივი გაერთიანებული ოპერაციების ცენტრის კურსი (გერმანია)

 

სამუშაო გამოცდილება:

2015 წლიდან დღემდე - უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაური.

2014 - 2015 წწ. - უფროსი სამხედრო წარმომადგენელი ავღანეთში, "გადამწყვეტი მხარდაჭერის მისია"

2010 - 2014 წწ. - J3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის სამხედრო მართვის ცენტრის უფროსი, გაერთიანებული შტაბი.

2009 - 2010 წწ. - J3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტი, ოპერაციების დაგეგმვის ოფიცერი.

2007 - 2009 წწ. - J2 დაზვერვის დეპარტამენტის, ოპერაციების დაგეგმვის ოფიცერი.

2006 - 2007 წწ. - S2-ის (დაზვერვის) უფროსი, 21-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი.

2004 - 2006 წწ. - S2-ის (დაზვერვის) ასისტენტი, 21-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი.

2002 - 2004 წწ. - მე-2 ასეულის მეთაურის მოადგილე, 21-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი.

2001 - 2002 წწ. - რაზმის მეთაურის მოადგილე, მე-16 სამთო-სპეციალური დანიშნულების ბატალიონი, ეროვნული გვარდია.

2000 - 2001 წწ. - დაზვერვის ოცეულის მეთაური, მე-16 სამთო-სპეციალური დანიშნულების ბატალიონი, ეროვნული გვარდია.

1999 - 2000 წწ. - მსროლელი-მზვერავი, მე-16 სამთო-სპეციალური დანიშნულების ბატალიონი, ეროვნული გვარდია.

 

მონაწილეობა სამშვიდობო მისიებში:

07.04.2004 - 20.11.2004 წწ. - "ოპერაცია თავისუფლება ერაყს" (OIF) - ასეულის მეთაურის მოადგილე.

10.09.2005 - 26.04.2006 წწ. -  "ოპერაცია თავისუფლება ერაყს" (OIF) - S3-ის ასისტენტი.

17.12.2014 - 31.12.2014 წწ. - "საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების ძალები" (ISAF) - უფროსი სამხედრო წარმომადგენელი.

01.01.2015 - 01.09.2015 წწ. - "გადამწყვეტი მხარდაჭერის მისია" (RSM) - უფროსი სამხედრო წარმომადგენელი.

 

ჯილდოები:

ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

I, II, III ხარისხის მედლები, შეიარაღებულ ძალების რიგებში უმწიკვლო სამსახურისათვის.

მედალი "გენერალი მაზნიაშვილი"

მედალი "გენერალი კვინიტაძე"

მედალი "სამშობლოსათვის თავდადებული"

მედალი "სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის"

ნატო-ს მედალი (საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების ძალები - ავღანეთი)

ნატო-ს მედალი (გადამწყვეტი მხარდაჭერა - ავღანეთი)

 

ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და ორი შვილი

ენები: ინგლისური, რუსული, ესპანური.