საწყისი საბრძოლო მომზადება

საწყისი საბრძოლო მომზადება    -   10 კვირა სამოქალაქოდან სამხედრომდე

საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი სამოქალაქოებს გარდაქმნის ჯარისკაცებად. ათი კვირის განმავლობაში რეკრუტები შეისწავლიან სადისციპლინო და სამწყობრო წესდებებს, ტაქტიკისა და საცეცხლე მომზადების საფუძვლებს, დატვირთული იქნებიან ფიზიკური მომზადებით და შეითვისებენ სამხედრო ცხოვრების ჩვევებს. რეკრუტები აგრეთვე გაივლიან სახელმწიფოებრივი მომზადების საფუძვლებს.